ბოლო სპარინგი „ესპანიოლთან“ - „ნაპოლიმ“ და კვარაცხელიამ შეკრება დაასრულეს #1TVSPORT
ხვიჩა კვარმაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში კასტელ დი სანგროში ზაფხულის შეკრებაზე ბოლო საკონტროლო შეხვედრა გამართა და ფრეს დასჯერდა.
ნეაპოლიტანელები „ესპანიოლს“ დაუპირისპირდნენ და ეს ამხანაგური მატჩი 0:0 დაასრულეს.
წინა მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად „ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.
„ნაპოლიმ“ ზაფხულის მოსამზადებელი შეკრება დაასრულა, სერია A-ში სეზონის პირველ მატჩს კი 15 აგვისტოს გამართავს და „ვერონას“ ესტუმრება.