ბოლო ორ თვეში პირველად, ტაილანდში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ტაილანდში „კოვიდ-19“-ის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო ორი თვეში ეს პირველი დღეა, როცა ქვეყანაში კორონავირუსი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
ამასთან, ტაილანდის ხელისუფლება დაწესებული შეზღუდვების გამარტივებას დღეიდან იწყებს, თუმცა ჰიგიენური წესების დაცვა და სოციალური დისტანცია კვლავ ძალაში რჩება. ასევე მოსახლეობა ვალდებული იქნება, დახურულ სივრცეში პირბადე ატაროს.
ტაილანდში „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევა 13 ივნისს დაფიქსირდა. მაშინ ვირუსი ჩინეთიდან ჩასულ ტურისტს დაუდასტურდა. მას შემდეგ ტაილანდში ვირუსის 3 107 შემთხვევა გამოვლინდა. დაღუპულია 56 ადამიანი.