ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში აქციების დროს შეტაკებების შედეგად დაშავდა 1 400 ადამიანი, მათ შორის 79 სამართალდამცველი, დაკავებულია 994 ადამიანი, ქუჩებში მობილიზებულია 45 000 პოლიციელი
საფრანგეთის პოლიციამ საპროტესტო აქციების დროს 994 ადამიანი დააკავა. ბოლო მონაცემებით, აქციების დროს შეტაკებების შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 1 400-ს მიაღწია. დაშავებულთა შორის 79 სამართალდამცველია.
ქვეყნის ქუჩებში 45 000 პოლიციის ოფიცერია მობილიზებული.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული ღამე შედარებით მშვიდი იყო, თუმცა შეტაკებების გარეშე არ ჩაუვლია.
პოლიციის ინფორმაციით, მარსელში, ლიონში, ტულუზაში, სტრასბურგსა და ლილში აქციის მონაწილეებმა მანქანები დაწვეს, დააზიანეს შენობების ფასადები. ღამის განმავლობაში დაძაბული იყო ვითარება პარიზშიც.
საფრანგეთში არეულობა და საპროტესტო მსვლელობები ლოზუნგით „სამართალი ნაჰელისთვის“ მას შემდეგ დაიწყო, რაც პატრულის მიერ პარიზის გარეუბან ნანტერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გაჩერებული 17 წლის ახალგაზრდა პოლიციელის ტყვიამ იმსხვერპლა.