ბოლო მონაცემებით, რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა
ბოლო მონაცემებით, რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა

რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 15 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა. დაშავებულთაგან 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მსხვერპლთა შორის 11 ბავშვია.

თავდასხმა იჟევსკის სკოლაში დღეს დილით მოხდა. სკოლის ყოფილი მოსწავლემ, 1988 წელს დაბადებულმა მამაკაცმა სკოლაში ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

განათლების მინისტრის, სერგეი კრავცოვის განცხადებით, თავდამსხმელი ფსიქიატრიულ აღრიცხვაზე იმყოფებოდა.