ბოლო მონაცემებით, პენსილვანიის შტატში ჯო ბაიდენი ლიდერობს
ბოლო მონაცემებით, პენსილვანიის შტატში ჯო ბაიდენი ლიდერობს

ბოლო მონაცემებით, პენსილვანიის შტატში ჯო ბაიდენი ლიდერობს.

„ფოქს ნიუსის“ ინფორმაციით, პენსილვანიაში დემოკრატ კანდიდატ, ჯო ბაიდენს ხმების 49.5, ხოლო დონალდ ტრამპს 49.4 პროცენტი აქვს.

პენსილვანიის შტატში ჯო ბაიდენს ხმა 3 295 319-მა ამომრჩეველმა მისცა, ხოლო აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 3 289 725 ხმა აქვს.

ამ მომენტისთვის შტატში დათვლილია ხმების 98 პროცენტი.