ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ბეირუთში აფეთქებების შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა ასი ადამიანი
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ბეირუთში აფეთქებების შედეგად ასი ადამიანი დაშავდა.
ლიბანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, დაღუპულია სამი პირი.
აფეთქების მასშტაბიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ბეირუთის სამხრეთ უბნებში ქაოსია, მოსახლეობა ერთმანეთს აფრთხილებს, რომ ელექტრონული მოწყობილობებისგან თავი შორს დაიჭირონ.
სხვადასხვა საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ლიბანში, სულ მცირე, ორი აფეთქება მოხდა. გავრცელებული ვერსიებით, ამჯერად რამდენიმე რეგიონში ერთდროულად გადამცემები აფეთქდა.