ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური - ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საოკუპაციო ხაზის „დარღვევის“ გამო 33 ადამიანია დაკავებული
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური - ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საოკუპაციო ხაზის „დარღვევის“ გამო 33 ადამიანია დაკავებული

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საოკუპაციო ხაზის „დარღვევის“ გამო 33 ადამიანი დააკავა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

რეგიონის ე.წ. კაგებეს ინფორმაციით, „დაკავებულთაგან“ 11 ე.წ. საზღვრის, დანარჩენი 22 კი ე.წ სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის გამო დააკავეს. მათ წინააღმდეგ ე.წ. ადმინისტრაციული სამართალწარმოება განხორციელდა. 

„მთლიანად, დაკავებულთა მიერ გადახდილი ჯარიმების ოდენობამ 79 ათასი რუბლი შეადგინა, რაც ხაზინაში გადაირიცხა“, – განაცხადეს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურში.