ბოლო ერთ საათში ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა და ორი დრონი გაუშვეს
ბოლო ერთ საათში ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა და ორი დრონი გაუშვეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ საათში ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა და ორი დრონი გაუშვეს.

თავდაცვის ძალების ცნობით, რაკეტების ნაწილი საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, დაშავებულების შესახებ კი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ისრაელის მედიის ცნობით, ცოტა ხნით ადრე ქვეყნის ჩრდილოეთით ლიბანიდან 25 რაკეტა გაუშვეს.

ცნობისთვის, ღამით ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა ცენტრალურ ბეირუთზე, რასაც ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.