ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად, აშშ წყნარ ოკეანეში სამი ავიამზიდით მასშტაბურ წვრთნას გამართავს
ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად, აშშ წყნარ ოკეანეში სამი ავიამზიდით მასშტაბურ წვრთნას გამართავს

ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად, ამერიკის შეერთებული შტატები წყნარ ოკეანეში სამი ავიამზიდის გამოყენებით მასშტაბურ წვრთნას გამართავს. ამის შესახებ აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტის მეთაურმა, ადმირალმა სკოტ სვიფტმა განაცხადა.

სამხედრო მანევრებში ჩაერთვება ბირთვული ავიამზიდი „ნიმიცი“, ასევე „რონალდ რეიგანი“ და „თეოდორ რუზველტი“, რომელთა დანიშნულებაა მსხვილი სამიზნეების განადგურება.
შეგახსენებთ, ოქტომბერში ვაშინგტონმა და სეულმა კორეის ნახევარკუნძულის სანაპიროებთან ერთობლივი სამხედრო წვრთნა ჩაატარეს. სწვალებაში მაშინ 40-მდე სამხედრო გემი მონაწილეობდა.