ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, ავსტრალიის ეკონომიკა რეცესიაშია
ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, ავსტრალიის ეკონომიკა რეცესიაშია. ინფორმაციას „სიენენი“ ავსტრალიის სტატისტიკის ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავსტრალიის ეკონომიკა რეცესიას „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო განიცდის. პანდემიის პერიოდში ქვეყნის მშპ შვიდი პროცენტით შემცირდა.
ხელისუფლება მშპ-ს შემცირებას „კოვიდ-19“-ის გავრცელების შესაჩერებლად მიღებულ ზომებს უკავშირებს.