ბოლო 25 წლის განმავლობაში, იაპონიას ყველაზე ძლიერმა ტაიფუნმა „ჯებიმ“ გადაუარა [ფოტო]
10:25, 05.09.2018
ბოლო 25 წლის განმავლობაში, იაპონიას ყველაზე ძლიერმა ტაიფუნმა „ჯებიმ“ გადაუარა. სტიქიამ 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავებულია 300-მდე პირი.
ტაიფუნი, რომელსაც ძლიერ ქართან ერთად, თან წვიმაც ახლავდა, ქვეყნის დასავლეთ ნაწილს დაატყდა თავს. დატბორილია კანსაის აეროპორტი, სადაც გაუქმებული რეისების გამო, 3 ათასამდე მგზავრი კატარღების საშუალებით უახლოეს „კობის“ აეროპორტში გადაჰყავთ.
ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 1.2 მილიონამდე აბონენტი. რეგიონში შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა, დაიხურა რამდენიმე საავტომობილო გზა.