ბოლო 24 საათში უკრაინაში ახალი კორონავირუსი სამედიცინო პერსონალის 32 წარმომადგენელს დაუდგინეს. როგორც უკრაინის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, ვიქტორ ლიაშკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო დღე ღამის განმავლობაში აღრიცხული 143 ინფიცირებულიდან, 32 მედიკოსი და ცხრა ბავშვია.
ამასთან ინფიცირებულთა უმრავლესობას დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს. საავადმყოფოში გადაიყვანეს 35 ადამიანი. მათგან შვიდი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში ახალი კორონავირუსი 1 462 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 45 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 28.
ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა აღრიცხულია კიევში, ასევე ჩერნოვიცკის, ივანო-ფარანკოვსკის და ტერნაპოლის ოლქებში. ამჟამად საავადმყოფოებში 700 ადამიანი მკურნალობს.