ბოლო 24 საათში ინდოეთში ახალი კორონავირუსი 6 088 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში ინდოეთში ახალი კორონავირუსი 6 088 ადამიანს დაუდასტურდა.
მედიის ინფორმაციით, ეს ერთი დღის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის რეკორდული მაჩვენებელია.
სულ ქვეყანაში „კოვიდ-19“ 118 447 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილია 3 583 ადამიანი.
ინდოეთის ჯანდაცვისა და ოჯახის კეთილდღეობის სამინისტროს ცნობით, ინფიცირებულთაგან 48 500 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.