ერაყში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 5036 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ერაყში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა – 5036 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილია 84 ადამიანი.
საერთო ჯამში, ვირუსი ქვეყანაში 252 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორის 7 359 ლეტალური შემთხვევაა აღრიცხული.
დღეისთვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 500-მდე პაციენტი რჩება.