ბოლო 24 საათის განმავლობაში, აღმოსავლეთ ღუტადან 146 მშვიდობიანი მოქალაქეა ევაკუირებული
ბოლო 24 საათის განმავლობაში, აღმოსავლეთ ღუტაში მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 146 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია მოხდა.
ევაკუაცია შეეხო დაჭრილებს, ქალებს, მოხუცებსა და ბავშვებს. ისინი სამ ჯგუფად გაანაწილეს და დამასკოს ჩრდილო-აღმოსავლეთით სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ვადიფინის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კორიდორის საშუალებით გადაიყვანეს.
სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 21-ვე ბავშვს, რომელთა ევაკუაციაც აღმოსავლეთ ღუტადან მოხერხდა, დროებით თავშესაფარში მიყვანისთანავე პოლიომელიტის ვაქცინაცია ჩაუტარდა.
გაერო-ს ოფიციალური პირების ცნობით, ევაკუირებული მოქალაქეები ორ სხვადასხვა თავშესაფარში გადაანაწილეს. ამავდროულად, ისინი ღუტაში დარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დატოვონ საშიშროების ზონა.