ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრება და ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდება
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
„ბენიამინ ნეთანიაჰუ ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრება, სადაც მომავალ კვირას შეხვდება თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს“, – ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.
ნეთანიაჰუს ოფისში ამბობენ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი თურქეთში 28 ივლისს გაემგზავრება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი თურქეთში არ ყოფილა ბოლო 15 წლის განმავლობაში, 2008 წლის შემდეგ, თუმცა პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი შარშან ეწვია თურქეთს, ხოლო მაშინდელი პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი ნიუ იორკში შეხვდა ერდოღანს.