ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსი კიდევ ორ პირს დაუდგინდა, 150 ტესტზე კი პასუხები უარყოფითია
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ორ პირს, რომელთაც განმეორებითი კვლევა ჩაუტარდათ, კორონავირუსი დაუდგინდათ.
ისინი სოფელ მუშევანიდან არიან და ამ დრომდე სოფელში დადასტურებული შემთხვევების მჭიდრო კონტაქტები არიან.
სოფელ მუშევანის კლასტერთან, ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის 44 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება. ამ დასახლებაში 25 აპრილის შემდეგ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.
დღეს დადასტურებული შემთხვევების გათვალისწინებით, ბოლნისში კორონავირუსის 149 დადასტურებული ფაქტია. მათგან 56 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.
რაც შეეხება 150 პირის საკვლევ მასალას, მათგან ვირუსი არც ერთს არ დაუდგინდა. მათ შორის იყო 112 სოფელ გეტადან აღებული ბიოლოგიური ნიმუში, 30 საკვლევი მასალა აღებული იყო მიმდებარე სოფელ ფოცხვერიანიდან, ხოლო რვა ქალაქ ბოლნისიდან.