ბოლნისში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით კორონავირუსზე ადგილობრივების გამოკვლევა დაიწყო
ბოლნისში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით კორონავირუსზე ადგილობრივების გამოკვლევა დაიწყო. გამოკვლევა 150 პირს ჩაუტარდება.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ეს პირები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით აარჩიეს, რათა შეიტყონ ზოგადი ეპიდვითარება მუნიციპალიტეტში.
„დღეს დაიწყო, ქვემო ქართლში ბოლნისი იქნა შერჩეული და კახეთის რეგიონში თელავი. ქსელოპრევალენტობის კვლევა – ეს ნიშნავს, რომ შემთხვევით ვარჩევთ ადამიანებს. შემთხვევით შერჩეულია 150 ადამიანი აქ და 150 ადამიანი თელავში. ამ ადამიანების ტესტირება მოხდება სწრაფი ტესტირების მეთოდით ადგილზევე, დაახლოებით ნახევარ საათში იციან პასუხი და თუ ამ სწრაფი ტესტის შედეგად რომელიღაც საეჭვო პასუხი აღმოჩნდა, ამ შემთხვევაში უკვე მოლეკულური ტესტის ჩართვა ხდება, რათა გადამოწმდეს კონკრეტული ადამიანის პასუხი. პროცესი გაგრძელდება დაახლოებით ხუთი დღის ინტერვალით, ხუთი დღის შემდეგ უკვე გვეცოდინება ქსელოპრევალენტობის შედეგები ქვემო ქართლსა და კახეთში“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ფიქრია შავრეშიანმა.