ბოლნისის რაიონის სოფელ სამწვერისში მკვლელობა მოხდა. მეზობლებმა 70 წლის მამაკაცი მოკლული დილით, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოსთან იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ერთი ჭრილობა ცივი იარაღით გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.
როგორც მეზობლები აცხადებენ, ფაქტზე დაკავებულია ამავე სოფლის მკვიდრი 40 წლამდე მამაკაცი, თუმცა დაკავების ფაქტს შსს-ში ჯერჯერობით არ ადასტურებენ.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მოკლული მამაკაცის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.