ბოლნისში მიმდინარე სასოფლო სამეურნეო სამუშაოებს მერი და მაჟორიტარი დეპუტატი გაეცნენ
ბოლნისში მიმდინარე სასოფლო სამეურნეო სამუშაოებს მერი და მაჟორიტარი დეპუტატი გაეცნენ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი და მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი სოფელ დისველში სასოფლო სამეურნეო სამუშაოებს გაეცნენ.
ქალაქის მერის დავით შერაზადიშვილის განცხადებით მუნიციპალიტეტი ყველანაირად დაეხმარება ფერმერებს რათა საკარანტინო ზონაში სასოფლო სამეურნეო სამუშაოები სრულყოფილად განხორციელდეს.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სასოფლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ ვიმყოფებით სოფელი დისველის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოვინახულეთ ხორბლის ნათესები, მიმდინარეობს სასუქის შეტანის სამუშაოები, ჩვენი მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტი პირდაპირ თუ ირიბად დასაქმებული არის სოფლის მეურნეობით და პანდემიის ფონზე. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ყველა ნაკვეთი იყოს დამუშავებული და ყველა სამუშაო იქნეს ჩატარებული და მუნიციპალიტეტი ყველანაირად უწყობს ხელს ფერმერების გადაადგილებას, რათა ყველა ზომები იქნეს მიღებული, რასაც სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა ქვია და ყველა ფერმერს აღმოვუჩენთ დახმარებას“, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.