ბოლნისში მცხოვრებ ორ არასრულწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბოლნისში მცხოვრებ ორ არასრულწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ ორ პირს დაუდგინდა. ისინი სოფელ მუშევანის კლასტერთან არიან დაკავშირებულები და ამ დრომდე დადასტურებული შემთხვევების მჭიდრო კონტაქტები არიან.

ახალი დადასტურებული შემთხვევები არასრულწოვნები არიან. ისინი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს მაშინ, როდესაც მათი ინფიცირებული ოჯახის წევრები გადაიყვანეს სამკურნალოდ. სწორედ კლინიკაში მოხდა მათგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება, გუშინ გვიან ღამით მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით კი მათ კორონავირუსი დაუდგინდათ.

ამ დროისთვის სოფელ მუშევანის კლასტერთან 42 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 147 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და უკვე 56 შეადგენს.