ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 150 პირის საკვლევი მასალაა გადაგზავნილი.
მათგან 112 სოფელ გეტადან აღებული ბიოლოგიური ნიმუშია, 30 საკვლევი მასალა აღებულია მოსაზღვრე სოფელ ფოცხვერიანიდან, ხოლო რვა ქალაქ ბოლნისიდან.
ამ დროისთვის ბოლნისში კორონავირუსის 145 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 51 გამოჯანმრთელდა, სამი კი, გარდაიცვალა.