ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული პირები სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს
ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირებული პირები შესაბამის სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში სოფელ მუშევანიდან ექვსი, ხოლო სოფელ გეტადან სამი პაციენტის გადაყვანა მოხდა.
პარალელურად სოფლებში მუშაობენ ეპიდემიოლოგები. სოფელ გეტაში მიმდინარეობს დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების მოძიება, ხოლო სოფელ მუშევანში ინფიცირებული პაციენტების კონტაქტებიდან ბიოლოგიურ ნიმუშებს იღებენ.
„ყველა პაციენტი ამ ეტაპისთვის მოთავსებულია შესაბამის სამკურნალო დაწესებულებებში. პარალელურად, მოხდა ნიმუშების აღება დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებიდან. დაველოდოთ, შედეგები ხვალ იქნება ცნობილი“, – განაცხადა ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა.