ბოლნისში, ახალი შემთხვევების ჩათვლით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 118-მდე გაიზარდა
ბოლნისში, ახალი შემთხვევების ჩათვლით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 118-მდე გაიზარდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ათი ბოლნისიდანაა. მათი ინფექციის წყარო ცნობილია. ისინი ამ დრომდე გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტები არიან.
„ექვსი არის მუშევანიდან, სამი სოფელ გეტადან, სადაც ერთ პირს გუშინ დაუდასტურდა კორონავირუსი, ერთი არის სოფელ სავანეთის კლასტერიდან.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დადასტურებელი შემთხვევების კონტაქტებისგან ნიმუშების აღება“, – აცხადებენ ბოლნისის მერიაში.