ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ ერთი პირი გამოჯანმრთელდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 107 დადასტურებული შემთხვევაა დადგენილი, მათგან ცხრა გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.
კარანტინში იმყოფება 99 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაშია 275 პირი. მუნიციპალიტეტში ხვალ დილისთვის 11 პირის საკვლევ მასალაზე ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან. დღეს მუნიციპალიტეტში მიღებული 39-ივე პირის ლაბორატორიული კვლევის შედგებით კორონავირუსი არც ერთთან არ დადასტურდა.