ბოლნისში კორონავირუსის ახალი შემთხვევა ბოლო ორი დღეა, არ დაფიქსირებულა
ბოლნისში კორონავირუსის ახალი შემთხვევა ბოლო ორი დღეა, არ დაფიქსირებულა.
დღეს დილით მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, 15 პირს, რომელთა საკვლევი მასალაც იყო გადაგზავნილი კორონავირუსი არ დაუდგინდათ.
მათგან 11 სასწრაფო სამედიცინო დახმარებით თანამშრომლის ბიოლოგიური ნიმუში იყო, ხოლო ოთხი – ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში განთავსებულ ცხელების ცენტრში მყოფი პაციენტის ნიმუში.
ამ დროისთვის ბოლნისში კორონავირუსის 120 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 24 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.
ასევე, დღეს გაირკვევა, მოიხსნება თუ არა ქვემო ბოლნისის და მიმდებარე ოთხი სოფლისთვის პირველ აპრილს დაწესებული შეზღუდვები.
დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტების გაუქმების შემთხვევაში, ქვემო ბოლნისი და კიდევ ოთხი სოფელი – ბოლნისი, ზემო ბოლნისი, სამწევრისი, ფოლადაური ერთმანეთთან დაკავშირებას შეფერხების გარეშე შეძლეებენ.
ქვემო ბოლნისის დასახლებაში ექვსი აპრილის შემდეგ, ორ საინკუბაციო ვადაში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.