ბოლნისში კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა.
დღეს დილით მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, კორონავირუსის ინფექცია ორ პირს დაუდგინდა. ისინი სოფელ სავანეთში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.
ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ და სწორედ იქ მოხდა მათგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება. სოფელ სავანეთში თითქმის ორი კვირაა მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, მას შემდეგ რაც კორონავირუსის შემთხვევა დადგინდა.
საერთო ჯამში 28 და 29 აპრილს საკვლევად გაგზავნილი იყო 34 პირის ბიოლოგიური ნიმუში. მათგან ორის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს დღის ბოლომდე ელოდებიან.
ამასთან, ბოლნისის ცხელების ცხელების ცენტრში მყოფ სამი პაციენტის შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა, ერთს კი დღის განმავლობაში აუღებენ ბიოლოგიურ ნიმუშს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 95 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ხუთი გამოჯანმრთელდა ორი გარდაიცვალა.
კარანტინში იმყოფება 113 პირი, 259 თვითიზოლაციაში.