„კოვიდ 19“-ის კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევაა ბოლნისში.
როგორც ბოლნისის მერიაში განაცხადეს, გუშინ გადაგზავნილი 67 საკვლევი მასალიდან ერთი დადებითია.
მათივე ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევა სოფელ მუშევანიდანაა, საიდანაც 39 ანალიზი იყო გაგზავნილი.