ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეს 20 საკვლევი მასალა გადაიგზავნა. მათ შორის 12 სოფელ მუშევანიდან, რვა ცხელების ცენტრის პაციენტები და სასწრაფოს პერსონალის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც გეგმური კვლევა უტარდებათ.
პასუხები ხვალ დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
ბოლნისში სულ 185 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ოთხი პაციენტი გარდაიცვალა, 89 კი გამოჯანრთელდა.