ბოლნისში ხუთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბოლნისში ხუთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გადაგზავნილი იყო ხუთი პირის საკვლევი მასალა. დღეს დილით მიღებული კვლევის შედეგებით, მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

ბიოლოგიური ნიმუშები აღებული იყო სოფელ გეტაში ბოლო დადასტურებული შემთხვევების ახლობლებისგან,
ოთხი ნიმუში – სოფელ ჯავშანიანიდან, ხოლო ერთი – გეტადან.

ამ დროისთვის სოფელ გეტას კლასტერთან 18 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ამ სოფელში 15 მაისიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 150 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, 59-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. გარდაიცვალა სამი პირი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 85, ხოლო კარანტინში 69 მოქალაქე.