ბოლნისში გამოკვლეული 64 პირიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა.
პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სოფელ სავანეთში გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია.
ბოლნისში ამ დროისთვის კიდევ 99 პირის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან. მათ შორის არიან დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები და ასევე ის პირები, რომლებიც საკარანტინო ზონაში მუშაობენ.
ბოლნისში ამ დროისთვის 61 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ოთხი გამოჯანმრთელდა, ორი გარდაიცვალა.