ბოლნისში კორონავირუსზე გამოკვლეული 37 პირიდან ყველა პასუხი უარყოფითია
ბოლნისში 37 პირზე ლაბორატორიული კვლევის პასუხები უარყოფითია. საკვლევი მასალა ეპიდემიოლოგებმა სოფელ სავანეთში აიღეს.
სოფელ სავანეთის დასახლებაში 15 აპრილის შემდეგ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. სავანეთის კლასტერთან 17 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ბოლნისში 122 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 46 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა. კარანტინში იმყოფება 96, ხოლო თვითიზოლაციაში 145 პირი.
ეპიდემიოლოგები დღესაც გააგრძელებენ ბიოლოგიური ნიმუშების აღებას იმ დასახლებებში, სადაც რამდენიმე დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება, მათ შორის დაგეგმილია, რომ ბიოლოგიური ნიმუშების აღება მოხდეს სოფელ მუშევანიდან, სადაც ამ დროისთვის 29 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.