ბოლნისში დღეს გამოკვლეული 247 პირიდან სამს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 247 ტესტიდან სამ შემთხვევაში კორონავირუსი დადასტურდა. ქვემო ქართლის გუბერნიაში აცხადებენ, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან კვლევის შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების კლასტერიდანაა, ორი კი სოფელ სავანეთში დადასტურებული შემთხვევების კლასტერია. სამივე იმყოფებოდა თვითიზოლაციაში.
გადაგზავნილი 247 ტესტიდან ორ პირთან დაკავშირებით გრძელდება კვლევა.
დადასტურებული სამი შემთხვევის გათვალისწინებით ბოლნისში კორონავირუსის უკვე 58 დადასტურებული ფაქტია. მათგან ორი გამოჯანმრთელდა, ერთი გარდაიცვალა.