ბოლნისში 95 გამოკვლეული პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ბოლნისში გამოკვლეულ 95 პირს ლაბორატორიული კვლევის შედეგებით კორონავირუსი არ დაუდგინდა.
95 პირიდან უმრავლესობა მუნიციპალიტეტში დაფიქსირებულ დაინფიცირებულთა კონტაქტები არიან. მათ შორის არიან მედიკოსებიც, ასევე ბოლნისის ცხელების ცენტრში მოთავსებული სამი პაციენტი.
ბოლნისის ცენტრალური კლინიკის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს კლინიკის თანამშრომელთა გამოკვლევა სწრაფი ტესტებით. ამ დროისთვის გამოკვლეულ არც ერთ თანამშრომელს ვირუსი არ დაუდგინდა.
ბოლნისში ამ დროისთვის 54 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან ორი გამოჯანმრთელდა, ერთი კი დაიღუპა. კარანტინში იმყოფება 86, ხოლო თვითიზოლაციაში 390-ზე მეტი პირი.