ბოლნისში 203 გამოკვლეული პირიდან კორონავირუსი ორს დაუდგინდა. ორი პირი, რომელთაც კორონავირუსი დაუდგინდა ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში განთავსებულ ცხელების ცენტრში იმყოფებოდნენ. კლინიკის ინფორმაციით ეპიდემიოლოგები მუშაობენ კლასტერების და ინფექციის წყაროს დასადგენად.
საერთო ჯამში ლაბორატორიაში 267 საკვლევი მასალა იყო გადაგზავნილი და 64 პირთან დაკავშირებით კვლევა გრძელდება. მათ შორის ერთი ბოლნისის ცხელების ცენტრში მყოფი პაციენტია.
ბოლნისში ბოლო სამი დღეა მასშტაბურად მიმდინარეობს კვლევა, მათ შორის იკვლევენ იმ რისკ ჯგუფებს, რომელთაც საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას უშუალო შემხებლობა აქვთ მოქალაქეებთან, მათ შორის მედიკოსები, სამართალდამცველები და ასევე სუპერმარკეტების კონსულტანტები.
დღეს დადასტურებული შემთხვევების გათვალისწინებით, ბოლნისში კორონავირუსის დადასტურებული 60 შემთხვევაა. მათგან ორი გარდაიცვალა, ოთხი კი გამოჯანმრთელდა.