ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსი ხუთ პირს დაუდგინდა. მათი ინფიცირების წყარო ცნობილია და ისინი ამ დრომდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.
დღეს დადასტურებული ხუთი შემთხვევის გათვალისწინებით, სოფელ მუშევანის კლასტერთან 50 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
ამ დასახლებაში 25 აპრილის შემდეგ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.
სულ ლაბორატორიაში 145 პირის საკვლევი მასალა იყო გადაგზავნილი. მათ შორის 130 ბიოლოგიური ნიმუში სოფელ მუშევანიდან იყო აღებული, 15 კი, ქალაქ ბოლნისიდან.
ამ დროისთვის, ბოლნისში 156 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 66 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.
დღეს სოფელ მუშევანში გაგრძელდა საკვლევი მასალის აღება და 88 პირის ნიმუში უკვე გადაიგზავნა ლაბორატორიაში.