ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიამ არაუფლებამოსილი პირის მიერ შეტანილი საჩივრები არ განიხილა
ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 21 საჩივრიდან ცხრის განხილვა არ მომხდარა.
როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, ამის მიზეზი ის არის, რომ საჩივრები არაუფლებამოსილმა პირმა შეიტანა.
განუხილველი დარჩა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სამოქალაქო პლატფორმა 2020“-ის მიერ შეტანილი საჩივრები.
საოლქო საარჩევნო კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა რამდენიმე საჩივარი.
ამასთან, კომისიამ დღესვე გადათვალა ერთ-ერთი უბნის ბიულეტენები, თუმცა შემაჯამებელი ოქმის შესწორების საჭიროება არ დამდგარა.
ბოლნისში საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა მშვიდ ვითარებაში წარიმართა.