მკვლელობა მოხდა ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში. მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
სამართალდამცველებმა დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია ერთი ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, მოკლული ბრალდებულის ბიძაშვილია. მკვლელობის მოტივად ვალი სახელდება.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.