ბოლნისის მუნიციპალიტეტში სადისტრიბუციო მანქანებს დეზინფექციის, ხოლო მძღოლებს მხოლოდ სპეციალური ეკიპირებით უშვებენ
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სადისტრიბუციო მანქანებს დეზინფექციის, ხოლო მძღოლებს მხოლოდ სპეციალური ეკიპირებით უშვებენ.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, სურსათით დატვირთულ სადისტრიბუციო ავტომანქანებს ბოლნისის მუნიციპალიტეტთან არსებულ გამშვებ პუნქტთან დეზინფექცია უტარდებათ. ავტომანქანების მძღოლები სპეციალური ეკიპირებით არიან აღჭურვილი და მათ გამშვებ პუნქტთან თერმოსკანირებით ტემპერატურას უსინჯავენ.
რაც შეეხება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასურსათო მაღაზიების მომარაგებას, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, სოფლებში არსებული სურსათის ის მაღაზიები, რომელთა მეპატრონეები თვითუზრუნველყოფით ახდენდნენ მაღაზიების პროდუქტებით მომარაგებას, მათი მომარაგება მოხდება ცენტრალიზებულად, როდესაც ქალაქში შევა სურსათით დატვირთული ავტომანქანები. შემდეგ მოხდება მუნიციპალიტეტის სოფლებში შემავალი მაღაზიების უზრუნველყოფა.