ბოლნისის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთისა და ბალაჭის საბავშვო ბაღები დაიხურა და სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. დაიხურა ბოლნისის პირველი ბაღიც. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურმა მას შემდეგ მიიღო, რაც რაიონში „კოვიდ-19“-ის 14 შემთხვევა დადასტურდა.
ათეულობით ადამიანი იზოლაციაშია გადასული. სკოლები დისტანციურად 12 დღის განმავლობაში იმუშავებენ.
დაბა კაზრეთში კი, სადაც „კოვიდ-19“-ზე ტესტირების ჩასატარებლად ორი ლოკაციაა, მომავალი კვირიდან მობილური ჯგუფი დაემატება, რომელშიც მოსახლეობას ტესტირებას ჩაუტარებენ.