ბოლნისის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
lolaბოლნისის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დრომდე ჩაკეტილია ბოლნისის ორი სოფელი მუშევანი და გეტა. მუნიციპალიტეტში უკვე მესამე დღეა, ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
შემთხვევითობის პრინციპით ყველა ტერიტორიულ ერთეულში მოსახლეობას სწრაფ ტესტებს უტარებენ. სულ ბოლნისში ხუთ დღეში 150 ადამიანს უნდა ჩაუტარდეს სწრაფი ტესტი.
61-დღიანი იზოლაციის შემდეგ ბოლნისი გუშინ გაიხსნა. მუნიციპალიტეტში სულ „კოვიდ-19“-ის 162 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 75 და გარდაცვლილი სამი ადამიანი.