ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 131 პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან
ბოლნისის მუნიციპალიტეტში 131 პირის საკვლევ მასალაზე ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან. მათი დიდი ნაწილი სოფელ მუშევანიდან აღებული ბიოლოგიური ნიმუშებია.
სოფელში დღეს ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მედიკოსები თითქმის მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ.
სოფელ მუშევანში ამ დროისთვის კორონავირუსის 29 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დასახლებაში ზომები 25 აპრილის შემდეგ გამკაცრდა, რაც ათამდე დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
დღეს გადაგზავნილი ნიმუშებიდან ნაწილი სოფელ გეტადან აღებული საკვლევი მასალაა. ეპიდემიოლოგებმა ნიმუშები აუღეს სოფელ გეტაში გუშინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებს. სოფელში ამ დროისთვის „კოვიდ 19“-ის ხუთი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.