ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია დაიწყო
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია დაიწყო

ბოლნისში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

მოხალისეების ჯგუფი ხმის გამაძლიერებლის საშუალებით ადგილობრივებს საკარანტინო რეჟიმის ამოქმედებასა და ვირუსთან დაკავშირებით, პრევენციულ ღონისძიებების შესახებ სამ ენაზე  ატყობინებს.

„ჩვენ, ახალგაზრდები, ჩავერთეთ მუნიციპალიტეტის მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიაში. ყველა დასახლებულ პუნქტში ვახდენთ, ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, მოსახლეობის ინფორმირებას, რათა მათ ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დარჩნენ სახლში და მაქსიმალურად დაიცვან მიცემული რეკომენდაციები“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოხალისემ, გიორგი მეშველიანმა.