ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა.
კორონავირუსის ინფექცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში კიდევ ორ პირს დაუდასტურდა.
ქვემო ქართლის გუბერნიის ცნობით, საერთო ჯამში 30 პირთან დაკავშირებით ჩატარდა კვლევა. მათგან ცხრაზე კვლევის პროცესი გრძელდება, ხოლო 21-დან კორონავირუსის ინფექცია ორს დაუდასტურდა. დადასტურებული შემთხვევები ამ დრომდე ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტების წარმომადგენლები არიან და მათი ინფიცირების წყარო ცნობილია.
იმ პირთა შორის კი, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ სამი ბოლნისის კლინიკაში განთავსებული ე.წ. ცხელების ცენტრის თანამშრომლები არიან.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 312 ადამიანი იმყოფება, კარანტინში კი – 76.