ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეისთვის 165 პირის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან
გუშინ საღამოს მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, ბოლნისის მუნიცაპალიტეტში კორონავირუსის ინფექცია კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევა სასწრაფო დახმარების დაინფიცირებული თანამშრომელთა კლასტერიდანაა.
აღნიშნული შემთხვევის გათვალისწინებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე 81 დადასტურებული შემთხვევაა. ბოლნისში დღეისთვის 165 პირის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან. მათ შორის არიან, როგორც დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, ასევე რისკჯგუფები, რომლებიც საკარანტინო ზონაში მუშაობენ.
ამასთან, 19 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, ბოლნისში 910 ბიოლოგიური ნიმუშია აღებული. მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 269 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში, 86 – საკარანტინო რეჟიმში. რაც შეეხება ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში განთავსებულ ცხელების ცენტრს, სადაც სამი პაციენტი იმყოფება, მათგან ორს კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდა, ერთს კი დღის განმავლობაში აუღებენ ბიოლოგიურ ნიმუშს.