ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეს „კოვიდ-19“ კიდევ ერთ პირს დაუდგინდა. საერთო ჯამში, ლაბორატორიაში ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის 14 სინჯი იყო გაგზავნილი, საიდანაც ვირუსი ერთს დაუდასტურდა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, პაციენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტში დადასტურებული ერთ-ერთი შემთხვევის კონტაქტია, შესაბამისად მისი ინფიცირების წყარო ცნობილია.
ამასთან, ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში განთავსებული ე.წ. ცხელების ცენტრში ერთი პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.
დღეს დილით დამატებული შემთხვევის გათვალისწინებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე ახალი კორონავირუსის 88 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან ხუთი გამოჯანმრთელდა და ორი დაიღუპა.