ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალ კორონავირუსზე 122 პირის კვლევის პასუხს ელოდებიან
ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ახალ კორონავირუსზე კვლევის მიზნით ლუგარის ლაბორატორიაში დღეს 122 პირის სინჯი გაიგზავნა.
გამოსაკვლევ პირთა შორის 111 ქვემო ბოლნისიდან არის და 11 ქალაქ ბოლნისიდან.
ქვემო ბოლნისის მოსახლეობის მასობრივი ტესტირება მას შემდეგ გადაწყდა, რაც დღეს დილით „კოვიდ-19“-ის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა, რომლის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია.