ბოლნისის მუნიციპალიტეტში ლუგარის ლაბორატორიიდან ახალ კორონავირუსზე 39 მოქალაქის ტესტის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა. გამოკვლეული პირები რისკჯგუფს წარმოადგენდნენ.
ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი კორონვირუსის 107 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან ექვსი გამოჯანმრთელდა, ორი პაციენტი კი, გარდაიცვალა.
ამასთან, მთლიანად საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 582 შემთხვევა არის დადასტურებული, მათგან 207 პაციენტი გამოჯანმრთელდა, რვა კი, დაიღუპა.