ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ბოლნისში.
არსებული ინფორმაციით, სოფელ ნახიდურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
ამ წუთებში ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში მხარეთა გამოკითხვა მიმდინარეობს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.