ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 10 პირის ნიმუშის პასუხი უარყოფითია
ლუგარის ლაბორატორიაში ბოლნისიდან გადაგზავნილი 10 საკვლევი მასალიდან ყველა უარყოფითია.
დღეს ეპიდემიოლოგებმა გამოსაკვლევად კიდევ 10 მასალა გააგზავნეს, რომელთა პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, ამ დრომდე ჩაკეტილია და წითელ ზონად რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი – მუშევანი და გეტა.